შესყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
16 ნოე - 11 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საცალო-საბითუმო ქსელი  შპს "ოლდ ლამი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. (მისამართი: ქ.თბილისი, თორნიკე ერისთავის ქ. #1)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • აუცილებლობიდან გამომდინარე მიმდინარე პროექტებზე მენეჯმენტისა და პროექტთან დაკავშირებული ყველა პირის რეპორტინგი;
  • საჭირო პროდუქციის მოძიება საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზარზე, ტექნიკური მახასიათებლების და მოთხოვნების შედარება;
  • ახალ და უკვე არსებულ მომწოდებლებთან კარგი და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება;
  • ხელშეკრულებების, გადახდის და მოწოდების პირობების შეთანხმება, გადამოწმება და მისი განხორციელების კონტროლი ამავე ხელშეკრულების ვადის პერიოდში;
  • შესასყიდი პროდუქციის თვითღირებულების დადგენა, ბაზრის მოკვლევა და ფასების შედარება;
  • ტრანსპორტირების პირობების წინასწარ შეთანხმება, სატრანსპორტო კომპანიასთან ლოჯისტიკის დეტალების განხილვა და ტრანსპორტირების განმავლობაში მისი კონტროლი;
  • ყველა საჭირო დოკუმენტის, სერთიფიკატის თუ გადახდის ქვითრების მოწესრიგება და მომზადება საბაჟო პროცედურებისათვის;
  • ახალი შესყიდვების განხორციელება გაყიდვების და ნაშთების მონაცემებზე დაყრდნობით, გაყიდვების და საწყობის მენეჯერებთან კონსულტაცია;
  • სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა, ანგარიშების მომზადება, დავალებების შესრულება და დელეგირება კომპეტენციის ფარგლებში;

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების, უცხო ენების ან მსგავსი პროფესიების მიმართლებით
  • შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების: Excel, Word, Google docs  მაღალ დონეზე ცოდნა.

 

საჭირო პიროვნული უნარები:

  • ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკურად აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიზისული სიტუაციების დროს ორგანიზებული, ეფექტური და სწრაფი რეაგირების უნარი.

 

გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 09:30-18:30

ანაზღაურება: შეთანხმებით 

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infooldlami@gmail.com

შესყიდვები
შესყიდვების მენეჯერი