სტაჟირების პროგრამა Shop.ge, Home.ge და Auto.ge-ს საიტებისთვის
თბილისი
Shop.ge/Home.ge/Auto.ge
  • სტაჟირება
  • ბაკალავრი
  • გამოცდილების გარეშე
11 ნოე - 01 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

განცხადებების საიტები Shop.ge, Home.ge და Auto.ge აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას გაყიდვების განყოფილებაში.

 

გაინტერესებთ გაყიდვების სფერო? ხართ მოტივირებული, კომუნიკაბელური, შედეგზე ორიენტირებული და ლიდერული თვისებებით გამორჩეული პიროვნება? მაშინ ეს სტაჟირება სწორედ თქვენთვისაა.

სტაჟირების ფარგლებში თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას და განივითარებთ გაყიდვების უნარებს, გაეცნობით თანამედროვე ორგანიზაციის სტრუქტურასა და მუშაობის პრინციპს.

სტაჟირების პერიოდი გათვლილია 1დან 3 თვემდე ვადით, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაშიც თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა გახდეთ ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომელი.

 

სამუშაოს აღწერა:

  • კლიენტებთან და მომხმარებლებთან დარეკვა
  • კლიენტებისთვის/მომხმარებლებისთვის პროდუქტების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება
  • განცხადებების განთავსება ვებ გვერდზე
  • ახალი კლიენტების მოზიდვა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (გასაუბრებაზე დაიშვებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook);
  • ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), რუსული (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე), ინგლისური (სასურველია, საშუალოზე მაღალი დონე);

 

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციის უნარი
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • სირთულეების დაძლევის უნარი
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • პუნქტუალური, ორგანიზებული
  • კრეატიული, ინიციატივიანი

 

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: info@auto.ge

გისურვებთ წარმატებებს!

 

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი),
კორპორატიული კლიენტები (B2B),
კლიენტების მომსახურების მენეჯერი,
გაყიდვების ქოლცენტრი