შეფ-მზარეული
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
16 ნოე - დღეს
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტთა ქსელი ვილმარტი აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის  პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი გრაფიკი.

 

ძირითადი ფუნქცია/ მოვალეობები:

  • სამზარეულოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების ანალიზი, მასზე დაფუძნებით სტანდარტების შექმნა, მართვა, მონიტორინგი და მუდმივი განვითარება.
  • სამზარეულოში არსებული ტექნოლოგიურ პროცესებზე დაყრდნობით სამზარეულოს განლაგების დაგეგმვა.
  • სამზარეულოს მიზნებიდან გამომდინარე დაქვემდებარებულ პოზიციებზე საშტატო განრიგის შემუშავება, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად.
  • სამზარეულოში არსებული საკვების მენიუს შექმნა და მუდმივად განახლებაზე ზრუნვა.
  • მენიუს მიხედვით კერძების კალკულაციების შექმნა, გემოვნური თვისებების გათვალისწინებით.
  • საჭიროების შემთხვევაში, კალკულაციების შეცვლა-რედაქტირება და განახლებული კალკულაციების უშუალო ხელმძღვანელისთვის მიწოდება. 
  • კერძების დიზაინის შემუშავება, დასტანდარტება და მათი პერიოდულად განახლება.
  • ახალი საკვების შექმნისას, სადეგუსტაციო პროდუქციის მომზადების და სავაჭრო ობიექტებში განთავსების უზრუნველყოფა და დეგუსტაციის პროცესის მართვა, სავაჭრო ობიექტის მენეჯერთან ერთად.
  • დეგუსტაციის შედეგების ანალიზი და ახალი საკვების წარმოებაში ჩაშვებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
  • დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მათზე დავალებების დელეგირება და შესრულების კონტროლი.
  • დაქვემდებარებული პერსონალისთვის ტექნიკური ცოდნის ამაღლების უზრუნველყოფა.
  • პერიოდულად მომზადებული საკვების ხარისხის შემოწმება.
  • სამზარეულოს ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
  • სამზარეულოში არსებული ნედლეულის მარაგების მონიტორინგი და საჭიროების მიხედვით უშუალო ხელმძღვანელთან შესყიდვის მოთხოვნის ფორმირება და უშუალო ხელმძღვანელთან განხილვა.
  • სამზარეულოს მომარაგების სრული პროცესის კონტროლი, შეკვეთის დადასტურებიდან საცხობის ტერიტორიაზე შეკვეთილი პროდუქტის მიღებამდე.
  • სამზარეულოს ტექნიკური აღჭურვილობის/დანადგარების და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულობის კონტროლი, პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და დროულად მოგვარების უზრუნველყოფა.
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

 

საკვალიფიკაცია მოთხოვნები:

  • განათლება/ტრენინგები
  • უმაღლესი განათლება.
  • მასტერკლასები/ტრენინგები კულინარიის მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება
  • მზარეულის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება.

 

თანამდებობისთვის საჭირო ტექნიკური უნარები/ცოდნა

  • საკვების მომზადების პროცესები ტექნოლოგიები.

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrwillmart20@gmail.com გთხოვ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „შეფ-მზარეული“ .

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შეფ-მზარეული
მსგავსი განცხადებები
თბილისი
Tribuna Sports Bar
თბილისი
საზღვარგარეთ