ოფისის მენეჯერი
თელავი
  • სრული განაკვეთი
  • 968 - 968
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
19 ნოე - 11 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ აცხადებს ვაკანსიას საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალურ სამსახურში ოფის-მენეჯერის თანამდებობაზე ქ. თელავში

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  •  საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (eDocument) ოპერირება (კორესპონდენციის მომზადება, პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში, კორესპონდენციის ვადების შესრულების კონტროლი);
  •  მანქანა-მექანიზმების ყოველდღიური დისლოკაციის რეგიონალური საინფორმაციო ბაზის წარმოება და მისი წარდგენა საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტში;
  •  1C (ERP) პროგრამაში სახელფასო ტაბელების და მივლინების გენერირება;
  •  1C (ERP) პროგრამაში საოფისე ინვენტარის და საკანცელარიო ნივთების მოთხოვნა, მათი საწყობიდან ადგილზე მიტანის უზრუნველყოფა;
  •  საარქივო დოკუმენტაციის მომზადება საქმისწარმოების სამსახურისთვის გადასაცემად;
  •  შეხვედრებისა და თათბირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის, ასევე სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მომზადება;
  •  საკადრო და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება, ფაილინგი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  განათლება - პროფესიული ან/და უმაღლესი;
  •  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  •  საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში (eDocument) მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  •  საწარმოო რესურსების დაგეგმარების (ERP) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  •  ბილინგის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  •  კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Word, MS Excel, Outlook, Internet Explorer).

 

სხვა მოთხოვნები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  •  გამართულად წერის უნარი (მათ შორის ელექტრონული მიმოწერა, ანგარიშების მომზადება);
  •  ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  •  ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
  •  პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
  •  გუნდური მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  •  დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  •  ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.

 

სამუშაო პირობები:

  •  სამუშაო ადგილი: ქ. თელავი
  •  სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
  •  გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  •  ანაზღაურება: 968 ლარი (ხელზე).

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@ag.ge არაუგვიანეს 11.12.2022.

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „Office Manager - Telavi".

ადმინისტრაცია
ოფისის მენეჯმენტი