კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
21 ნოე - 11 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მეამას გაყიდვების  გუნდში ვეძებთ  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს  ბათუმში.

 

მეამაში ჩვენი მთავარი საქმიანობა კაფსულის ყავის შექმნა და საქართველოში ინოვაციური პროდუქტების დანერგვაა. გვსურს, ახალი მიდგომებით შევცვალოთ ყავის საუკუნოვანი ტრადიცია და შევქმნათ პროგრესი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. თუ გაქვს სურვილი, შენც გახდე მეამას არომატული თავგადასავლის ერთ-ერთი შემოქმედი, მაშინ გაეცანი ახალი ვაკანსიის პირობებს და შემოგვიერთდი.

 

ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება: 

  • პოტენციური პარტნიორების  მოძიება, მათთვის პროდუქციისა და მისი მახასიათებლების გაცნობა
  • პოტენციური მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის შეთავაზებების მომზადება, შეხვედრის ჩანიშვნა და პრეზენტაცია
  • გაყიდვის პროცესის სრული მონიტორინგი და შესაბამისი რეპორტის მომზადება
  • პარტნიორებთან გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია
  • კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე,ყოველდღიურ პროცესებში გუნდთან ერთად ჩართულობა
  • არსებულ და ახალ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება
  • გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი განათლება , სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო  გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით
  • ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა როგორც საკომუნიკაციო ასევე წერილობით

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • გემრიელ და არომატულ ყავას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ და განვითარებად სამუშაო გარემოს

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: career@meama.ge , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ -  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი  განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 10 დეკემბერი

 

გაყიდვები
კორპორატიული კლიენტები (B2B)