მაღაზიის მოლარე/კონსულტანტ-მერჩენდაიზერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 11 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“  7 წელია ქართულ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და მომხმარებელს სთავაზობს შერეული სახის პროდუქციას, როგორც საკვებს, ასევე საყოფაცხოვრებო ქიმიას, საოჯახო დეკორს, ტექსტილს და ა.შ .   

გვესაჭიროება: პასუხისმგებლიანი, გონიერი, სწრაფი, ენერგიული და გაწონასწორებული გუნდის წევრი 

დღეისათვის კომპანია  ფლობს 5 ფილიალს თბილისსა და რუსთავში.   

მაღაზიათა ქსელი „ფიქს პრაისი“  აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მოლარის და კონსულტანტ-მერჩენდაიზერის პოზიციაზე. 

 

ფუნქცია მოვალეობები:მოლარე 

  • მომხმარებელისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა; 
  • ვადების კონტროლი სალაროსთან არსებულ პროდუქციაზე; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა; 
  • სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; 
  • კომპანიაში არსებული შიდა წესების დაცვა; 
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნება; 
  • ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების კონტროლი; 
  • ტერმინალების ტრანზაქციების სწორი წარმოება; 
  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება; 
  • პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლის შესახებ ინფორმაციის ცოდნა; 
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნთ სხვადასხვა აქტოვობებში მონაწიოლეობის მიღება; 
  • კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: კონსულტანტ-მერჩენდაიზერი 

  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის გატანა-განლაგება. 
  • სექციაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა; 
  • პროდუქციის ვადის კონტროლი 
  • მომხმარებლის სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება; 
  • პროდუქციის ადგილმდებარეობის, ასორტიმენტისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის ცოდნა; 
  • მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება; 
  • კომპანიის ადმინისტრაციისა და უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება; 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • სწორად და გამართულად მეტყველების უნარი; 
  • კომუნიკაბელური და მოტივირებული; 
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული; 
  • დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დისციპლინარული; 
  • პუნქტუალური. 
  • თავაზიანი 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  

  • სასურველია რუსული  ან/ და ინგლისური  ენების ცოდნა კომუნიკაციის დონეზე.  
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება 

 

სამუშაო გრაფიკი: 2+2 

სამუშაო საათები: 10+1 

ანაზღაურება: 800ლ 

 

მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ფიქს პრაისის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.  
 
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: fixprice.office.hr@gmail.com 
 
მაღაზიათა ქსელი "ფიქს პრაისი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 

 

 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი,
მოლარე
მარკეტინგი, რეკლამა, PR
მერჩენდაიზინგი