მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 5 - 7 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
14 ნოე - 11 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“ გალერეა რუმ დიზაინი “  – ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, სადაც წარმოდგენილია  მხოლოდ ევროპული  წარმოების ექსკლუზიური პარტიორი ბრენდების ინტერიერის მოსაწყობი და მოსაპირკეთებელი მასალები, რომ  მომხმარებლებმა ისარგებლონ როგორც მაღალი კლასის პროდუქციის ხარისხით ასევე  მომსახურებით –  შესაბამის გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში , 

 ჩვენი ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები , მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით  

„გალერეა რუმ დიზაინი“ აცხადებს  ვაკანსიას – მარკეტინგის  სპეციალისტის  თანამდებობაზე. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :  

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში  
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • ადგლობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციის გამოცდილება; 
  • ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი; 
  • ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; 
  • მოლაპარაკებებსი წარმოების გამოცდილება; 
  • გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; 
  • MS Officer - პროგრამების კარგად ცოდნა. 

 
აუცილებელი  პიროვნული თვისებები  და  უნარები : 

  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი; 
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; 
  • განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; 
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;  
  • სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; 
  • სიახლეების ათვისების უნარი; 
  • კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);  

 

 ძირითადი მოვალეობები :  

  • ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება  დანერგვა, განხორციელება და კონტროლი; 
  • გაყიდვების ზრდა სხვადასხვა მარკეტინგული თუ პირადპირი მოლაპრაკებებით როგორც ადგილობრივ  კერძო კომაპნიებთან თუ ასევე საერთაშორისო ბრენდებთან  
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა; 
  • მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების დაგეგმვა; 
  • ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება; 
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი; 
  • კომპანიის ვებ-საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა; 
  • პარტნიორ ბრენდებთან მარკეტინგულ ჭრილში ურთიერთობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; 
  • მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; 
  • გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში; 
  • სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა  მასალების შემუშავებაში  მონაწილეობა; 
  • მარკეტინგული  ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი; 
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; 
  • სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა; 
  • მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა; 
  • პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა,  განხორციელება და კონტროლი. 
  • შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ; 
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი; 
  • კონკურენტების ანალიზი; 

 

ჩვენ გთავაზობთ :  

  • უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ  უმაღლეს ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვა და სხვა წამყვან ქვეყნებში  
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;  
  • მზარდ ანაზღაურებას -როგორც ფიქსირებულს, ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვთ . 
  • სასიამოვნო, დახვეწილ გარემოს  
  • ხელმძღვალობიდან მაქსილურ ადეკვატურ ჩართულობას  და პოზიტიურ კოლეგიალურ გუნდს   

 

 დამატებითი პირობები:   

  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება. 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge. სათაურის ველში (subject)  გთხოვთ, აუცილებლად  მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "  მარკეტინგის მენეჯერი „ რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.  

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ფოტოსურათის  და  ვაკანსიის  დასახელების  გარეშე  გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება. 

ვებ-გვერდი:www.roomdesign.ge    

Facebook გვერდი:https://www.facebook.com/roomdesign.ge/ 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
მარკეტოლოგი