სტაჟიორი ბუღალტერი
თბილისი
  • სტაჟირება
  • 500 - 500
  • ბაკალავრი
20 ნოე - 10 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ სტაჟიორი ბუღალტრის პოზიციაზე. 

სტაჟირების პროცესი გაგრძელდება 1 თვე, რომლის მიმდინარეობისას, კანდიდატებს მიეცემათ საშუალება შეისწავლონ სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციები.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კი, სტაჟიორებს ვთავაზობთ დასაქმებას ჩვენს კომპანიაში, რაც დაეხმარება მათ პროფესიულ განვითარებაში. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზ. 

სამუშაო გრაფიკი: სრული 

სტაჟირების ხანგრძლივობა: 1 თვე 

ანაზღაურება: 500 ლარი 

 

სტაჟირების პერიოდში თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეისწავლოთ: 

  • შესყიდვებისა და რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში; 
  • წარმოებისა და ინვენტარიზაციის პროცესები; 
  • შესყიდვების აქტებისა და ზედნადებების მიღება, აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესები; 
  • ინკასაცია და მასთან დაკავშირებული პროცესები; 
  • საოფისე პროგრამაში მუშაობა: Excel. 

 

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება - სასურველია ფინანსური/ბუღალტრული მიმართულებით; 
  • MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა. 

 

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mdelivery.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს! 

ბუღალტერია/ფინანსები
სტაჟიორი (ბუღალტერია)