გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • ინგლისური,რუსული
11 ნოე - 10 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს ელიტ მოტორსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 

 

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება: 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით; 
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების კუთხით (პრიორიტეტულია, გამოცდილება მძიმე სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში); 
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე); 
  • მართვის მოწმობა (B) კატეგორია. 

 

პიროვნული თვისებები: 

  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი; 
  • ენერგიულობა და აქტიურობა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა; 
  • მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა; 
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა; 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • ახალი და პოტენციური მომხმარებლების მოძიება; 
  • გაყიდვების წლიური და კვარტლური გეგმების შედგენა და მენეჯმენტისთვის წარდგენა; 
  • წლიური და კვარტალური გაყიდვების გეგმის შესრულება; 
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და გუნდთან ერთად განხორციელება; 
  • მომხმარებლებისთვის სასურველი პროდუქტის მოძიება/შეთავაზება, კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაციების ჩატარება; 
  • ბაზრის მიმდინარე პოტენციალის განსაზღვრა და ფაქტობრივი ათვისების დონის შეფასება; 
  • ბრენდების განვითარებაში მონაწილეობის მიღება (სტრატეგიული დაგეგმვაში, მარკეტინგული საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება);  

 

მომწოდებლებთან კომუნიკაცია; 

  • ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; 
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან/პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარების მიზნით, რეგულარული ვიზიტების და სატელეფონო ზარების განხორციელება; 
  • გაყიდვის მთლიან პროცესში მონაწილეობა (პროდუქტის შეკვეთა მომწოდებელთან, ლოჯისტიკის პროცესის უზრუნველყოფა და ა.შ.); 
  • კონკურენტების მონიტორინგი და მათი პროდუქტის შეფასება. 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: t.avaliani@elitemotors.gezantelidze@elitemotors.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  

 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
გაყიდვების მენეჯერი