გაყიდვების კონსულტანტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
10 ნოე - 10 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "მაქს კომფორტი" 2006 წლიდან ახდენს გათბობის/გაგრილების/ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების რეალიზაციას საქართველოს ბაზარზე. კომპანია თავიანთ მომხმარებელს სთავაზობს, როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ასევე კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას და შეუფერხებელ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებას. 

კომპანია "მაქს კომფორტი" აცხადებს შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით; 
  • შოურუმში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა; 
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა; 
  • პროდუქციის შეთავაზება, ინვოისის მომზადება და მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება; 
  • ინვოისის საფუძველზე გამოწერილი პროდუქციის შეგროვება; 
  • მომხმარებლისთვის ალტერნატიული შეთავაზების გაკეთება; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება; 
  • გამართული კომუნიკაციის წარმოების უნარი; 
  • კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;  

 

გთავაზობთ: 

  • პროფესიულ განვითარებას; 
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; 
  • დამატებით ბენეფიტებს; 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  •    სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 კვირაში 6 დღე 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@maxcomfort.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებას 

 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი