IT მხარდაჭერის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • მართვის მოწმობაB
15 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტისა" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 400-მდე სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური დამსაქმებელი საქართველოს ბაზარზე. 

კომპანიის მთავარი მიზანია თანამშრომლების კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა, გაფართოებისაკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლების ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 6000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://www.nikorasupermarket.ge  

სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს  ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე  

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ნიკორას ქსელში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა; 
  • ქსელის მოწყობილობების ინსტალაცია,  კონფიგურაცია, პრობლემის დიაგნოსტიკა; 
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა; 
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, გამართვა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით); 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია პროგრამა Apex-თან მუშაობის გამოცდილება; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობისა და საკუთარი ავტომობილის ფლობა. 

 

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა. 

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე -jobs@nikoratrade.ge  და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „IT მხარდაჭერის სპეციალისტი ". 

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 

ინფორმაციული ტექნოლოგიები
IT სპეციალისტი

CV ყუთი

გსურთ ამ კომპანიაში მუშაობა?
მსგავსი განცხადებები
თბილისი