ექსპორტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
  • რუსული
15 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge  ) აცხადებს ვაკანსიას „ექსპორტის მენეჯერის“ პოზიციაზე ქ. თბილისში. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • საერთაშორისო ბაზარზე შესაძლებლობის განსაზღვრა და გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება; 
  • პროდუქციის მიწოდების გზების და პერიოდულობის განსაზღვრა,საერთაშორისო გადაზიდვების ოპტიმალური გზების მოძიება და განხორციელება; 
  • ფასების სტრატეგიის შემუშავება კომპანიის მიზნებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით; 
  • ბაზარზე გამოცხადებული ტენდერების მოძიება,ანალიზი,შეფასება; 
  • სატენდერო წინადადებებისა და დოკუმენტაციის მომზადების მიზნით(დოკუმენტაციის შეგროვება და წარდგენა,ფასის შეთავაზება,ვაჭრობა,დაზუსტება,გარანტიები) საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და წარდგენა; 
  • ელექტრონულ პლატფორმებზე სატენდერო დოკუმენტაციის განთავსება,ვადების კონტროლი და ტენდერის სრული პროცესის მართვა; 
  • კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება; 
  • პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით; 
  • უზრუნველყოს გაყიდვების შედეგების პერმანენტული ანალიზი არსებული და მოსალოდნელი გაყიდვების შესახებ; 
  • შეკვეთის მიღება, გაფორმება და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა; 
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა; 
  • მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება; 
  • მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს  პოზიციაზე; 
  • დიდი მოცულობის ბაზებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office) მაღალ დონეზე; 
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია); 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 

 

სხვა მოთხოვნები: 

  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა; 
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი; 
  • ლიდერული თვისებები; 
  • გუნდის მართვის უნარი; 
  • ანალიტიკური უნარები; 
  • ინფორმაციის ფორმირების და ასევე ათვისების უნარი; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 

 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული 
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 10 დეკემბერი. 

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV  ელექტრონულ მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ექსპორტის მენეჯერი“.   დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს. 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება