სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 7 - 10 წლამდე
20 ნოე - 10 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

LSG Solutions არის სამშენებლო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ 2020 წელს დაფუძნებული, მშენებლობის მენეჯმენტის და ზედამხედველობის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს კომერციული, საწარმოო და ინფრასტრუქტურული მშენებლობების მიმართულებით. 

კომპანიის მიზანია ბაზარზე არსებული ცოდნის დეფიციტიდან გამომდინარე უმოკლეს ვადაში დაამკვიდროს მაღალი სტანდარტის საინჟინრო სერვისი მსხვილი ინვესტორებისთვის. 

კომპანია ეძებს მაღალი დონის პროფესიონალს, მრავალწლიანი გამოცდილებით სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველის პოზიციაზე. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 8 წლიანი გამოცდილება; 
  • სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტების, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური პირობების, სამშენებლო წესების და ნორმების, მშენებლობის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა; 
  • მშენებარე ობიექტების საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების ნორმების და წესების ცოდნა; 
  • CAD პროგრამების საბაზისო ცოდნა (პროექტის წაკითხვის დონეზე); 
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; 
  • უმაღლესი განათლება სამშნებელო ან საინჟინრო მიმართულებით. 

 

კომპანია კანდიდატს სთავაზობს: 

  • პრესტიჟულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობას კახეთის რეგიონში; 
  • პროფესიულ განვითარებას; 
  • კარიერულ წინსვლას. 

 

მშენებლობის ზედამხედველის სამუშაოს აღწერა: 

  • საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო ობიექტის შესწავლა; 
  • კონტრაქტორების მიერ წარმოებული  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა, აღრიცხვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში; 
  • სამშენებლო ობიექტზე დამკვეთის წარმომადგენლობა და კონტრაქტის პირობების შესაბამისად მოქმედება; 
  • სამშენებლო და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ზედამხედველობა საპროექტო დოკუმენტაციის, მეთოდოლოგიის და კონონმდებლობის შესაბამისად; 
  • სამუშაოების პროგრესის კონტროლი; 
  • კონტრაქტორების შრომითი რესურსების რაოდენობის და ხარისხის ანალიზი და შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადება, რომელიც ასახავს არსებული რესურსის საკმარისობას გრაფიკით დადგენილ თარიღებში სამუშაობის დასასრულებლად; 
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი; 
  • ობიექტზე მოწოდებული მასალების საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • კონტრაქტორის მიერ განხორციელებული სამუშაობის მოცულობების გადამოწმება, მათი ფორმა #2-თან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
  • შესრულებული სამუშაოების მიღება-დადასტურება; 
  • დამატებითი (გაუთვალისწინებელი) სამუშაოების წარმოშობის შემთხვევაში, მათი განხორციელებისთვის ოპტიმალური ტექნიკური გადაწყვეტილებების გამომუშავებაში ჩართულობა და გაუმჯობესებაზე წინადადებების წარდგენა; 
  • დაგეგმილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების განხორციელებისათვის საოპერაციო და ტექნოლოგიური რისკების დადგენა და მათი აცილების ხერხების შემუშავება, აღნიშნული საკითხების რისკის მართვის დოკუმენტში შეტანით; 
  • პროექტის მსვლელობისას გეგმისგან შესაძლო გადახვევის შესახებ დამკვეთის დროული ინფორმირება, ალტერნატიული გადაწყვეტილების შეთავაზება და კონტრაქტორისთვის შესაბამისი დავალების მიცემა; 
  • საშემსრულებლო ნახაზების გადამოწმება, რათა ზუსტად იყოს ასახული სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების დროს განხორციელებული ცვლილებები; 
  • ფარული სამუშაოების აქტების მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება; 
  • დეფექტური აქტების დროული გაფორმება ან/და მოთხოვნა (კონტრაქტორისგან) და გადამოწმება; 
  • სხვადასხვა დოკუმენტაციის წარმოება. 

 

ვაკანსია ძალაშია - 10.12.2022, დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@lsg.solutions 

https://lsg.solutions 

 

ინგლისური ტექსტის სანახავად, გთხოვთ საიტი გადაიყვანოთ  ინგლისურ ვერსიაზე.

სამშენებლო, უძრავი ქონება
უბნის ზედამხედველი/პრარაბი