ელექტრიკოსი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 1500
  • 2 - 3 წლამდე
05 დეკ - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“  აცხადებს  ვაკანსიას  „ელექტრიკოსის“ პოზიციაზე. 
 
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30 

ანაზღაურება:  1500 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვლილი გადასახადების ჩათვლით); 

ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა; კორპორატიული ნომერი. 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ელექტრო მომარაგების სისტემის დანადგარების ყოველდღიური ტექნიკური გამართულობის, მუშაობის, შეკეთებისა და მართვის უზრუნველყოფა. 
  • ელექტროგამანაწილებელი მოწყობილობის პერიოდულად ინსპექტირება და მათ გამართულ მუშაობაზე კონტროლი. 
  • ელექტროგამანაწილებელი ფარის მოწყობილობების, მრიცხველისა და სხვა ყველა სახის დანადგარის ყოველდღიური შემოწმება. 
  • ელექტროდანადგარების და ელექტრო სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. 
  • ახალი ელექტროგამანაწილებელი ფარის ასაწყობად საჭირო დაგეგმვითი სამუშაოების წარმოება. 
  • ელექტრო კარადების აწყობა 
  • აღრიცხვის კვანძების მოწყობა-გამართვა. 
  • რაჩ-ის და სხვა საბაზისო ავტომატიკის ელემენტების ცოდნა. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • ელექტრო დანადგარების ტექნიკური მუშაობის წესების ცოდნა; 
  • ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა. 

 

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) გთხოვთ, გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge.  სათაურის ველში მიუთითოთ:  „ელექტრიკოსი“. 

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია  ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.  

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. 

შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ: 

  • თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის; 
  • შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;  

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე. 

 

ენერგეტიკა
ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
მსგავსი განცხადებები
რუსთავი
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა