რეცეფციის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
21 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამორინე „Shangri La“ (შპს ქართული კაპიტალ ჯგუფი“)  აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის  სპეციალისტის  პოზიციაზე:

 

მდებარეობა: ქ. თბილისი

სამუშაო გრაფიკი : 12 საათი, როგორც დღის ასევე ღამის ცვლებში.

 

მოთხოვნები:

  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
  • სავალდებულოა ინგლისური და  რუსული ენების ცოდნა.
  • სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel, Outlook)
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარებზე პასუხი
  • სტუმრის დარეგისტრირება შესაბამის პროგრამაში
  • სტუმრისათვის  სათანადო დონეზე ინფორმაციის მიწოდება სამორინეში არსებული მომსახურებების და  პირობების შესახებ.
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.  

   

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელქტრონულ მისამართზე job@shangrila.ge    სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV  არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

 

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზებები.

სასტუმრო/რესტორანი/კვება
მიმღები (Front Office)