უსაფრთხოების ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
17 ნოე - 10 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში. "კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. 
 
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. 
 
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე თბილისში. 
 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  •  კომპანიის ერთ-ერთ ფილიალში უსაფრთხოების ნორმების დაცვა 
  •  პროდუქციის მიღების მონიტორინგი და პროცესის დადგენილი წესების შესაბამისად მიმდინარეობის უზრუნველყოფა 
  •  მომხმარებლებისა და თანამშრომლების მიერ წესრიგისა და ქცევის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა 
  •  საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სამუშაო საათებში 
  •  კონფლიქტური სიტუაციების და ინციდენტების აღკვეთა 
  •  სახანძრო სიგნალიზაციის კონტროლი 
  •  სამუშაო დღის ბოლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება 
  •  საჭიროების შემთხვევაში, ექსტრემალურ სიტუაციაში დადგენილი წესებისა და გაწერილი პროცესების მიხედვით სწრაფი და სწორი რეაგირება 

 

მოთხოვნები: 

  •   მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  •   გამართული კომუნიკაციისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი 
  •   პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მაღალი მოტივაცია, დისციპლინა და ორგანიზებულობა 
  •   სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე 

 

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com; წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "უსაფრთხოების სუპერვაიზორი თბილისში

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. 
 
გისურვებთ წარმატებებს! 

უშიშროება/დაცვა
მაღაზიის/ობიექტის დაცვა