მონაცემთა ანალიტიკოსი / დამწყები
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
20 ნოე - 10 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

SMOTORS აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ანალიტიკოსის (დამწყები) პოზიციაზე

პოზიცია : მონაცემთა ანალიტიკოსი (დამწყები)

სამუშაო გრაფიკი: სრული

მისამართი: თბილისი, მ.გახოკიძის 4

 

კომპანია SMOTORS - 2001 წლიდან ახორციელებს საქართველოს ბაზრის მომარაგებას უმაღალი ხარისხის ავტონაწილებით.

SMOTORS - ხარისხი დეტალებშია!

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  მონაცემთა ბაზების შესწავლა;
  •  მონაცემთა ბაზების გაერთიანება, სტრუქტურის ფორმირება;
  •  რეპორტების მომზადება, ავტომატიზაცია, დახვეწა და ვიზუალიზაცია.
  •  პროგრამიდან სხვადასხვა ტიპის მონაცემების ამოღება, დამუშავება, ანალიტიკური რეპორტის მომზადება მენეჯმენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე;
  •  გაყიდვების გეგმის ფორმირება კატეგორიებად, ბრენდებად;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

  •  ანალიტიკური აზროვნების უნარი
  •  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  •  Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  •  Fina პროგრამასთან მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
  •  აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  •  სასურველია რუსული ენის ცოდნა
  •  სასურველია უმაღლესი პროფესიული განათლება მათემატიკის, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@smotors.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

 

S MOTORS-ში („ს მოტორს“) თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები S MOTORS - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი