ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების სტაჟიორი
თბილისი
  • სტაჟირება
  • ერთ წელზე ნაკლები
  • ინგლისური
14 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

 

კომპანია „ოპპა“ ეძებს გუნდის წევრს ბიზნეს პროცესების დოკუმენტირების სტაჟიორის პოზიციაზე.

სტრუქტურული ერთეული: ოპერაციების განყოფილება

პოზიციის მიზანია, ბიზნეს პროცესების დოკუმენტირებასა და აღრიცხვიანობაში დახმარება.

 

რასი გაკეთება მოგიწევს:

  •  კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებისა და აღრიცხვიანობაში ჩართულობა;
  •  ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
  •  ბიზნეს პროცესის დოკუმენტური სახით ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულებების მომზადებაში ჩართულობა;
  •  დამუშავებული და დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის შეთანხმება დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან;
  •  დოკუმენტირებული ბიზნეს პროცესის ვიზირება, დამტკიცება და დაკავშირებული პირების ინფორმირება;
  •  ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირებაში ჩართულობა;
  •  დოკუმენტირებული პროცესების ცვლილებების ბრძანებების მომზადება, ვიზირება, დამტკიცება და დაკავშირებული პირების ინფორმირება;
  •  დამტკიცებული პროცესების და შესაბამისი ცვლილებების აღრიცხვა;
  •  დოკუმენტირებული პროცესების ელექტრონული და ფიზიკური არქივის მართვა.

აუცილებელია, ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია:

  •  სასურველია, დოკუმენტებთან მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
  •  სასურველია, საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  სასურველია, Visio, Lucidchart ან ბიზნეს პროცესების ასაწყობი სხვა პროგრამის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  •  სასურველია, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით);
  •  სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართო ცხელ ხაზზე: 032 2 303 308.

სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება