დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
09 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს  დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმის ფილიალებში.  

 

სამუშაო ცვლები:  

  • დღის ცვლა : 7 საათიანი (09:00-15:30/15:30-23:00); 
  • ღამის ცვლა : 12 საათიანი (21:00-09:00) 
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი ; 
  • ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ; 

 

ანაზღაურება - დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა ბონუსები,შედეგებიდან გამომდინარე. 

 

სამუშაოს აღწერილობა : 

  • ფულადი გზავნილების მომსახურება ; 
  • ნაღდი კონვერტაციები ; 
  • სალომბარდე,კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება ; 

 

მოთხოვნები:

  • კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ  მცირე უპირატესობა. 
  • განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.  

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge  2022 წლის 9 დეკემბრამდე.

გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი ბათუმი’’. 

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს, როგორც სალარო, ასევე სალომბარდე ნაწილში, ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს . 

 
,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!  
 

საბანკო
მოლარე (საბანკო),
ბანკის ოპერატორი