დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი აეროპორტის ფილიალში
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
09 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ინტელექსპრესი’’,ერთადერთი ქართული საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ეძებს გუნდის ახალ წევრს დღისა და ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, აეროპორტის ფილიალებში.

ჩვენ დაგახვედრებთ მეგობრულ გარემოს, სრულ საკვალიფიკაციო კურსს,ხოლო საჩუქრად გადმოგცემთ ჯანმრთელობის დაზღვევის სპეციალურ პაკეტს . 

 

სამუშაო ცვლები:  

  • დღის ცვლა : 12 საათიანი (09:00-21:00); 
  • ღამის ცვლა : 12 საათიანი (21:00-09:00) 
    • მოქნილი სამუშაო გრაფიკი ; 
    • ღამის ცვლის შემდეგ 48 საათი დასვენება ; 
    • ცვლების გადაცვლის შესაძლებლობა ; 

 

ანაზღაურება - დღიური, ირიცხება 2 კვირაში ერთხელ. დამატებით სხვადასხვა ბონუსები,შედეგებიდან გამომდინარე. 

 

სამუშაოს აღწერილობა : 

  • ფულადი გზავნილების მომსახურება ; 
  • ნაღდი კონვერტაციები ; 
  • სალომბარდე,კომუნალური და სხვა გადახდების წარმოება ; 

 

კლიენტსერვისსა და ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს შერჩევისას მიენიჭებათ  მცირე უპირატესობა. 

განვიხილავთ ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.  

 

თუ ხართ კომუნიკაბელური, სამომხმარებლო დონეზე ფლობთ ინგლისურ ენას და ადამიანებთან ურთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პროცესია, გამოგვიგზავნეთ თქვენი მონაცემები მეილზე: vacancy@intelexpress.ge  2022 წლის 9 დეკემბრამდე. გთხოვთ,სათაურის ველში მიუთითეთ ,,დღისა და ღამის ცვლის

მოლარე-ოპერატორი აეროპორტი’’. 

 

,,ინტელექსპრესი’’ გისურვებთ წარმატებას!  

საბანკო
მოლარე (საბანკო),
ბანკის ოპერატორი