მებარგული
თბილისი
  • სრული განაკვეთი
25 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო „გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი“ - ელეგანტური 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო „გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი“ მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთოხვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია ინგლისურ ენაზე.

 

სასტუმრო „გალფ აქკვამარინ ჰოტელი და ჯინო პერედაისის”  აცხადებს ვაკანსიას მებარგულის პოზიციაზე

 

ძირითადი მოვალეობები

  • ესალმება და იღებს სტუმრებს სასტუმროს სტანდარტების მიხედვით
  • უხსნის სტუმარს ავტომობილის კარებს, იღებს ბარგს საბარგულიდან და მიაცილებს სტუმარს რეგისტრარტურასთან  
  • სტუმრების შემოსვლა- გასვლისას მუდმივად სთავაზობს დახმარებას 
  • იცის და იღრმავებს ცოდნას სასტუმრო მომსახურებებზე და ღონისძიებებზე აწვდის ინფორმაციას სტუმრებს
  • მიაქვს ბარგი სტუმრის ოთახში და უხსნის სტუმარს ოთახის განალაგებას და წესებს
  • პასუხობს ტელეფონს სატანდარტის მიხდვით
  • მუდმივად წესრიგში აქვს მისი  სამუშაო ადგილი და ბარგის ოთახი
  • აკონტორლებს შემოსასვლელს და მანქანების პარკირებას
  • აკონტროლებს პარკინგის სისუფთავეს და მოწესრიგებულობას
  • საკითხის  მალე გადასაჭრელად, ატყობნებს ზედამხედველს სტუმრის ნებისმიერ პრობლემას თუ უკმაყოფილებას


საჭირო უნარები:

  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.


სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

 

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: leilaa@gulfaquamarinehotel.com სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
შვეიცარი (ბელბოი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი