კვების და სასმელების განყოფილების ზედამხედველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური
25 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სასტუმრო „გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი“ - ელეგანტური 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის.

სასტუმრო „გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი“ მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.

გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთოხვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია ინგლისურ ენაზე.

 

სასტუმრო „გალფ აქკვამარინ ჰოტელი და ჯინო პერედაისის”  აცხადებს ვაკანსიას კვების და სასმელების განყოფილების ზედამხედველის პოზიციაზე 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ყველა F&B სტანდარტული საოპერაციო პროცედურების ცოდნა. 
  • ხარისხის კონტროლის შეფასების უნარი და მომსახურების სტანდარტების დაცვა 
  • პროდუქტიულობის სტანდარტების მკაფიოდ განსაზღვრის უნარი ხარისხის მოთხოვნის შესაბამისად. 
  • სტუმრის დახვედრა და მისი მოთხოვნების შესაბამისად შესრულება  
  • Mise en place- ის  უზრუნველყოფა, მომსახურების  შეუფერხებლად წარმართვის მიზნით. 
  • ოფიციანტის მეთვალყურეობა მომსახურების და მაგიდის ალაგების დროს, საჭიროების შემთხვევაში დახმარების შეთავაზება და/ან დახმარება 
  • საოპერაციო ხარჯების მინიმუმადე დაყვანა ყველა აღჭურვილობისა და პროდუქტის მიზნობრივად გამოყენების გზით 
  • რეგულარული და განმერობით შემოსულ  სტუმრების კმაყოფილებაზე ზრუნვა 
  • ცვლის დასასწყისში ჯავშნების შემოწმება და რესტორნის მენეჯერთან შეთანხმებით განაწილება. 
  • სტუმრების კომენტარების გათვალისწინება კვების დროს და ნებისმიერი კომენტარის თაობაზე მზარეულის/რესტორნის მენეჯერის ინფორმირება. 
  • საჭიროებისამებრ შეკვეთების მიღება   და რანერისთვის გადაცემა  
  • სტუმრის ანგარიშის სისწორის გადამოწმება ნებისმიერი სახის გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, მიმტანების შესრულებული საქმის გადამოწმება:  

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 1 წელი 
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა  

 

საჭირო პიროვნული უნარები: 

  • ორგანიზებულობა 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი 
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
  • დროის მართვის უნარი 

 

კომპანია გთავაზობთ:  

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს  
  • კონკურენტულ ანაზღაურებას  
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას) 
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას 

 

 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: leilaa@gulfaquamarinehotel.com  

 

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. 

 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
კვებისა და სასმელების მენეჯერი