ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 640 - 680+ ბონუსი
  • ინგლისური,რუსული
09 ნოე - 09 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება


სპეციალიზირებული ჩამოსასხმელი ლუდის მაღაზია „ზღვა ლუდი“ აცხადებს ვაკანსიას ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველის პოზიციაზე ქ. თბილისში შემდეგ ფილიალებში:

  • დიდი დიღომი,მირიან მეფის #11
  • ვაკე-საბურთალო,კანდელაკის #59
  • ვარკეთილი,ვ.კუპრაძის #74
  • გლდანი,ო.ხიზანიშვილის #69

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მზარდი ბიზნესი;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება - ფიქსირებული 640-680 ლარი (დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე) + ბონუსი (საშუალოდ თვიური ანაზღაურება 850-1000 ლარი);
  • სამუშაო გრაფიკი - მცოცავი ცვლები, 8 საათიანი სამუშაო ცვლა დღის მანძილზე.
  • თვეში მინიმუმ 20 სამუშაო ცვლა.

 

ფუნქციები და მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • პროდუქციის გაყიდვა;
  • სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

 

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgvaludi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ლუდის ჩამომსხმელი/გამყიდველი - თბილისი,სასურველი ფილიალი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი