ჰიპერმარკეტის ადმინისტრატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • რუსული,ინგლისური,თურქული
14 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სუპერმარკეტთა ქსელი ვილმარტი აცხადებს ვაკანსიას  ჰიპერმარკეტის ადმინისტრატორის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი 

სამუშაო გრაფიკი: სრული 8 საათიანი გრაფიკი. 

 

ძირითადი ფუნქცია/ მოვალეობები: 

  • თანამდებობის ძირითადი ფუნქციები 
  • უშუალო ხელმძღვანელთან ერთად დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის გრაფიკის განსაზღვრა და მისი დაცვის უზრუნველყოფა. 
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის FIFO მეთოდით (ვადით ახალი პროდუქცია დახლზე/თაროზე იდება ნაკლები ვადის მქონე პროდუქტის უკან) განლაგების უზრუნველყოფა. 
  • სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ვადების კონტროლის და ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღების უზრუნველყოფა. 
  • გასაყიდი ფასის ცვლილების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლების დარიგება მერჩენდაიზერებისთვის და სავაჭრო დარბაზში მისი დროულად შეცვლის უზრუნველყოფა. 
  • დახლებზე/თაროებზე პროდუქციის დროულად შევსების უზრუნველყოფა, შესაბამისი პლანოგრამის დაცვით. 
  • სავაჭრო დარბაზში და სალაროზე მომსახურების ხარისხის კონტროლი, სტანდარტიდან გადახვევის შემთხვევაში ჩართულობა და ხარვეზის დროულად აღმოფხვრა. 
  • თანამშრომლების ჩაცმულობის და ვიზუალური მხარის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. სტანდარტისგან გადახვევის შემთხვევაში ჩართულობა და ხარვეზის დროულად აღმოფხვრა. 
  • დაქვემდებარებულ პოზიციებზე სტაჟიორის აყვანის შემთხვევაში, მისი პირადი მენტორობა და პრაქტიკული სწავლება. 
  • დაგეგმილი აქციების შესახებ დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება და საჭიროებისამებრ მარკეტის დარბაზში შესაბამისი განლაგების (პლანოგრამები, კუნძულები, ბანერები და სხვა) და პროდუქციით შევსების უზრუნველყოფა. 
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა. 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან. 

 

საკვალიფიკაცია მოთხოვნები: 

  • განათლება/ტრენინგები 
  • უმაღლესი განათლება. 
  • სამუშაო გამოცდილება 
  • მაღაზიაში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. 

 

თანამდებობისთვის საჭირო ტექნიკური უნარები/ცოდნა 

  • MS Excel - სამომხმარებლო დონეზე. 
  • MS Word - სამომხმარებლო დონეზე. 
  • რუსული ენის ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე. 
  • ინგლისური ენის ცოდნა - სამომხმარებლო დონეზე. 
  • თურქული ენის ცოდნა - სასურველია. 

 

 

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrwillmart20@gmail.com გთხოვ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ჰიპერმარკეტის ადმინისტრატორი“ . 

 

გაყიდვები
ფილიალების ქსელი