ღამის ცვლის ადმინისტრატორი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600
  • ინგლისური,რუსული
09 ნოე - 09 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 558312020

ქ. ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა №43-ში მდებარე სასტუმრო „ბლუმი“, აცხადებს ვაკანსიას ღამის ცვლის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება, მათთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიწოდება; 
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება (სასურველია პროგრამა Fina-ს ცოდნა); 
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება; 
  • გახსნილი, გულწრფელი, ნდობით აღსავსე და მზრუნველი ურთიერთობების დამყარება; 
  • სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიღება-განთავსების განყოფილების ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის გადაცემა. 

 

პროფესიული მოთხოვნები: 

  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საუბარი, წერა, კითხვა); 
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • სასტუმროს ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა. 

 

პერსონალური მოთხოვნები: 

  • სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნით ცოდნა და გაცნობიერება; 
  • მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები; 
  • კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები; 
  • პროფესიული დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ; 
  • ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით; 
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი 

 

გრაფიკი: 2/2;  

სამუშაო საათები: 21:00-09:00  

ანაზღაურება: 600 ლ.  

 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: info@hotelbloom.ge;

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558312020 

სასტუმრო/რესტორანი/კვება
ადმინისტრატორი (HoReCa)