ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესში - Supply Chain and Logistic მიმართულებით
თბილისი
  • სტაჟირება
09 ნოე - 09 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

Carrefour Georgia​ აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნესში - Supply Chain and Logistic მიმართულებით

Majid Al Futtaim Carrefour Georgia მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებიც არიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და დაინტერესებულნი არიან ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში,

კერძოდ, მიწოდების ჯაჭვის (Supply Chain) დაგეგმვისა და ლოგისტიკის საოპერაციო მიმართულებით თავის დამკვიდრებით, სთავაზობს სწავლისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.  

სტაჟირების ხანგრძლივობა - 3 თვე 

დეპარტამენტი - Supply Chain and Logistic 

ლოკაცია - Carrefour Georgia, სათაო ოფისი 

 

კანდიდატს შეხება ექნება შემდეგ მიმართულებებთან :  

  • შესყიდვების დაგეგმარება  
  • ადგილობრივი მომწოდებლების შეკვეთების შექმნა 
  • იმპორტის პროდუქციაზე ცენტრალიზებული შეკვეთების გაკეთება 
  • საწყობის ოპერაციები 
  • საოპერაციო ანალიტიკა  
  • საწყობიდან მაღაზიებამდე ტრანსპორტირება/ მარშუტების დაგეგმვა 

 

თუ დაინტერესებული ხართ ახალი გამოწვევებით, საერთაშორისო ასპარეზზე  ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებით, და თვლით, რომ თქვენი მომავალი კარიერა ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში უნდა განვითარდეს, თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში გახდეთ

პროფესიონალთა გუნდის წევრი და მიიღოთ მრავალმხრივი გამოცდილება საერთაშორისო, ლიდერ კომპანიაში. 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com (თემის გრაფაში მიუთითეთ „სტაჟიორი“) 

გისურვებთ წარმატებებს! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკა
სხვა
ბიზნეს ადმინისტრირება