სოციალური მედიის  მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
10 ნოე - 09 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია ოილ ლოჯისტიკი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის  მენეჯერის პოზიციაზე.

 

განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმების საფუძველზე, კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • სოციალური მედიის არხების მართვა;
  • სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;
  • საიმიჯო და სარეკლამო პოსტების მომზადება;
  • კონტენტის შექმნა სოციალური მედია არხებისთვის;
  • პოსტების  რეფერენსების მომზადება და ვიზუალის შექმნა-დიზაინი;
  • კომპანიის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის კრეატიულ პროცესებში ჩართულობა;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
  • კომპანიის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;
  • სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი;
  • სოციალური მედიის სფეროში ახალი მიდგომების, ტექნიკებისა და ინსტრუმენტების მოძიება, მათი დანერგვა და განვითარება.

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Facebook Ads Manager-ის სრულფასოვნად ცოდნა;
  • გრაფიკული პროგრამების  ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Premiere Pro…);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • „ქოფირაითი“-ს პრინციპებისა და ტექნიკების საბაზისო ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გამართულად წერისა და აზრის ლაკონურად, გასაგებად ჩამოყალიბების უნარი.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.


დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  რეზიუმე გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: oillogistics2021@gmail.com. გთხოვთ სათაურის ველში - subject მიუთითოთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე. 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ინტერნეტ მარკეტინგი