დამლაგებელი
თბილისი
  • ნახევარი განაკვეთი
  • 1045 - 1045
  • 1 - 2 წლამდე
08 ნოე - 07 დეკ
ვიპ CV
კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება და დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. მისი მისიაა საქართველოსა და კავკასიის მცენარეთა მრავალფეროვნების კვლევა, კონსერვაცია, სხვადასხვა კლიმატური სარტყლის მცენარეების ინტროდუქცია და ქვეყნის კულტურული ფლორის, სამკურნალო-არომატული და დეკორატიული მცენარეების კოლექციების შექმნა, მათი თანამედროვე პრინციპებით მართვა და ეფექტური დემონსტრირება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ამ გზით ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიზანია საქართველოს მოსახლეობა აფასებდეს და იცავდეს ქვეყნის გამორჩეულ მცენარეულ მრავალფეროვნებას. არის ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI), ხმელთაშუაზღვის რეგიონის ფიტოტაქსონომიური კვლევის ორგანიზაციის (OPTIMA) და მორტონის არბორეტუმის წევრი.  

დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში დასაქმებულია 200-მდე ადამიანი.  

ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე. 

სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)  ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30  შესვენება 13:00-14:00 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1 

ანაზღაურება: 1045 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)* 

შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები. 

 

სამუშაოს ზოგადი აღწერა 

ფუნქციები: 

  • დელეგირებული შენობა-ნაგებობების მშრალი და სველი წესით დასუფთავება; 
  • დელეგირებული დაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების პოსტების მშრალი და სველი წესით დასუფთავება; 
  • დელეგირებული სალაროების მშრალი და სველი წესით დასუფთავება; 
  • სველი წერტილების მშრალი და სველი წესით დასუფთავება. 

 

ვალდებულებები:  

  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდა და დაცვა; 
  • სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხსნარებისა და ინვენტარის ინსტრუქციის დეტალური გაცნობა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სასურველია მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; 
  • დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობა. 

 

ჩვენ გთავაზობთ 

  • სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს; 

 

შერჩევის მეთიოდები: 

  • სატელეფონო გასაუბრება; 
  • ინდივიდუალური გასაუბრება. 

 

 

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა 25.11.2022 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ა(ა)იპ საქართველოს ეროვნულმა ბოტანიკურმა ბაღმა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ  გამოეხმაუროთ განცხადებას „  გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

 

კომპანიის ანგარიშით გამოხმაურება შეუძლებელია
დასუფთავება
დამლაგებელი