ტენდერების მართვის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
08 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ აცხადებს ვაკანსიას ანდერაიტინგის სამსახურში, ტენდერების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

 

თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!
„ნიუ ვიჟენ დაზღვევისათვის“ უმთავრეს კორპორატიულ ღირებულებას წარმოადგენს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსის კმაყოფილება, მათთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და განვითარება. ამასთანავე, კომპანია ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის, სქესის, რასის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების გამო - ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პოტენციურ თანამშრომელს!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და შეგახსენებთ, რომ შეზღუდული დროიდან და ვაკანსიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, „ნიუ ვიჟენ დაზღვევამ“ შერჩევის პროცესი დაიწყოს ვაკანსიის მიმდინარეობის პარალელურად. შესაბამისად, კომპანია მიესალმება თქვენ მიერ, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადმოგზავნილ რეზიუმეს.

 

პოზიცია    ტენდერების მართვის მენეჯერი
დაქვემდებარება    ანდერაიტინგის დირექტორი
სამუშაო განაკვეთი    სრული (09:00 -18:00 ან 10:00 – 19:00, თანამშრომლის ინტერესის გათვალისწინებით)
ადგილმდებარეობა    ქ. თბილისი, ე. მიქელაძის ქუჩა N1ბ
ანაზღაურება    ფიქსირებული ანაზღაურება + მოგებული ტენდერების შესაბამისი ბონუსი (ფიქსირებული ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)

 

პოზიციის მიზანი

ს.ს. „ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ სახელმწიფო და არასახელმწიფო ტენდერების მართვა

 

ფუნქცია მოვალეობები:

  • სახელმწიფო და არასახელმწიფო ტენდერების რეესტრის მომზადება, სატენდერო წინადადებების შემუშავება, შესაბამისი შეთავაზების ატვირთვა და ტენდერში მონაწილეობის მიღება (მ.შ. tenders.ge და spa.ge ადმინისტრირება და მართვა);
  • სატენდერო ხელშეკრულების გაფორმება (მ.შ. სახელმწიფო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება, შესაბამისი წლის ლოტის ფარგლებში);
  • ხელშეკრულებაში საჭირო ცვლილებების ასახვის უზრუნველყოფა;
  • დაზღვეული ორგანიზაციებისათვის დანართების მომზადება, შესაბამისი კალკულაციით;
  • დაზღვეულთა დამატებებსა და გაუქმებებზე შეთანხმებების გაფორმება;
  • ტენდერების საშუალებით დაზღვეულ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია (მ.შ. დავალიანებების მართვა) და მათი საჭიროებების შესაბამისად მოქმედება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის ადმინისტრირების და/ან ფინანსების მართვის მიმართულებით);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
  • სადაზღვევო სფეროში (სასურველია, მსგავს პოზიციაზე) მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

 

პროფესიული უნარები და კომპეტენციები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ ვითარებაში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სიაახლეებისკენ სწრაფვა და სწრაფი ათვისების უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე  Vacancy@nvi.ge  და  „SUBJECT“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „ტენდერების მართვის მენეჯერი“
გისურვებთ წარმატებას !

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევა“ უფლებამოსილია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ მიერ თქვენ შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს „ნიუ ვიჟენ დაზღვევას“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით**.
 გარდა ნასამართლეობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენ შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაზღვევა
დაზღვევა (ზოგადი)