ექსპორტის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
08 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მასშტაბით.

 

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან-18:00 საათამდე)

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი

ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საექსპორტო ბაზრის პოტენციალის შეფასება;
  • საექსპორტო პოტენციური ბაზრის კვლევა;
  • ბაზარზე შეღწევის სტრატეგია და გეგმა;
  • ახალი კლინეტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
  • მოლაპარაკებების წარმოება და განვითარება პროდუქციის მიყიდვის და ექსპორტის მიზნით;
  • გაყიდული პროდუქციის მყიდველამდე მიწოდების სრული ციკლის მხარდაჭერა;
  • შეკვეთების სრული ციკლის მონიტორინგი;
  • საექსპორტო ბაზრის შენარჩუნება და განვითარება;
  • კომპანიისთვის საინტერესო გამოფენების იდენტიფიცირება, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო და მონაწილეობის მიღება;
  • პოტენციური და არსებული კლიენტების ინფორმირება კომპანიის სიახლეების, ახალი პროდუქციის და მიღწევების შესახებ;
  • ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო და წერით დონეზე ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • MS Office-ის (Word, Excel) Power Point სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

 

პიროვნული თვისებები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022  წლის 09 დეკემბრამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
იმპორტ-ექსპორტის ადმინისტრირება