აღმასრულებელი მენეჯერი
გარდაბანი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
08 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სამუშაოს აღწერა

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც  მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.  დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“. 

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“  შემავალი კომპანია „მარნეული აგრო“  აცხადებს ვაკანსიას  აღმასრულებელი მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი, გარდაბანი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ჯანმრთელობის დაზღვევა

 

ძირითადი ამოცანა

  • პოზიციის ძირითადი ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ორგანიზება. 

 

ფუნქციები:

  • ყოველდღიურად აკონტროლოს და უზრუნველყოს მოსამზადებელი აგრო-ტექნიკური საქმიანობის მიმდინარეობა, მათ შორის შემდეგ საქმიანობების: 
  • ნიადაგის დამუშავების პროცესის კონტროლი და ზედამხედველობა;
  • მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგი;
  • წარმართოს ბაღში სამუშაოები აგრო კალენდრის მიხედვით;
  • ნათესების მოვლის გრაფიკების შემუშავება
  • აქტიური მონაწილეობა საირიგაციო სისტემის მოწყობაში;
  • არსებული ნაკვეთის მორწყვის ზედამხედველობა, ნიადაგის ტენიანობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • მცენარეების ზოგადი ზრდა-განვითარების ზედამხედველობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • მოსავლის აღების პროცესის წარმართვა;
  • სამუშაოების ორგანიზება მოსავლის აღების მოსამზადებლად 
  • მოსავლის აღების პროცესის ზედამხედველობა და პროცესებში ჩართულობა საჭიროების მიხედვით;
  • აღებული მოსავლის ტრანსპორტირების ზედამხედველობა
  • აწარმოოს ბაღის გაშენება/მოვლა/პატრონობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაოები
  • კულტურათა მიხედვით დარგვის გეგმების შემუშავებაში ჩართულობა;
  • თესლის, სასუქისა და სხვა ნივთების შესყიდვის პროცესში ჩართულობა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება აგრონომიული მიმართულებით (სასურველია);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
  • საველე პირობებში მუშაობის უნარი
  • MS Office 

 

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • ორგანიზების და მართვის უნარი
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;

 
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 07 დეკემბერი, 2021 წ.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@m-agro.ge . გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

წარმოება/ოპერაციები
წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა