მონიტორინგის თანამშრომელი
თბილისი
  • მოქნილი გრაფიკი
08 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე. 

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. “ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.  ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 14 ფილიალს საქართველოს მაშტაბით. 

 

სამუშაო განაკვეთი: არასრული განაკვეთი  

სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
  • ფილიალების გახსნა-დახურვის პროცესის მონიტორინგი; 
  • აღრიცხვის ჟურნალის წარმოება; 
  • GPS სისტემის მონიტორინგი; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; 

 

პიროვნული თვისებები: 

  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • სწორი კომუნიკაციის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

ვაკანტურ პოზიციაზე განიხილებიან, როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები. 

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 09 დეკემბრამდე.  

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში  მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. 

გისურვებთ წარმატებებს! 

უშიშროება/დაცვა
ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი