ტალანტების შერჩევის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • ინგლისური
08 ნოე - 08 დეკ
ვიპ
ვაკანსიაზე გამოხმაურება

თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ტალანტების შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე.

 

აუცილებელი  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის, შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

 

ძირითადი    მოვალეობები:

  • კლინიკის განყოფილებების ხელმძღვანელებთან ერთად ახალი თანამშრომლის მიღების საჭიროების იდენტიფიცირება;
  • ვაკანსიის გამოცხადება, შემოსული აპლიკაციების პირველადი გადარჩევა და ბაზის წარმოება;
  • Headhunting;
  • შრომის ბაზრის შესწავლა;
  • სამუშაოს აღწერილობების და შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პერიოდის მონიტორინგი და მართვა;
  • შიდა შერჩევების ორგანიზება, ჩატარება;
  • HR ინიციატივებისა და სისტემების შემუშავებისა და განხორციელების მხარდაჭერა.

 

დამატებითი ინფორმაცია:

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტთან და გენერალურ მენეჯერთან.

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
  • თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13. 



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge

 

გისურვებთ წარმატებას!

 

ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი