მთავარი ენერგეტიკოსი
ბათუმი
  • სრული განაკვეთი
11 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

 შპს “ბათუმის საზღვაო ნავსაგური“ აცხადებს კანდიდატის შერჩევას შემდეგ პოზიციაზე:  მთავარი ენერგეტიკოსი

 

მოთხევნები პროფესიისადმი:

  • განახორციელოს განყოფილების საქმიანობის დაგეგმარება და ბიუჯეტირება.
  • უზრუნველყოს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ხარისხიანი და დროული შესრულება, უხელმძღვანელოს განყოფილების პერსონალს ამ ამოცანების ნშესრულებისას და აკონტროლოს შესრულების მსვლელობა.
  • მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელმძღვანელობას განსახილველად მიაწოდოს პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტები.
  • მისცეს დავალებები  სანარდო  ორგანიზაციას და გააკონტროლოს მათი შესრულება.
  • შეადგინოს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური ანგარიშები ელექროენერგიის გახარჯვის შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგინოს ნავსადგურის ხელმძღვანელობას.
  • ორგანიზება გაუწიოს ენერგეტიკული მოწყობილობის და ენერგოსისტემების სწორ ტექნიკურ ექსპლუატაციას და დროულ შეკეთებას.
  • უზრუნველყოს  ნავსადგურის დიზელ- გენერატორისა  და  აირის  მეურნეობის სწორი და  უწყვეტი  ექსპლუატაცია, გამართული მუშაობა  და პერიოდული შემოწმება.
  • უწყვეტი და ავარიის გარეშე მუშაობის უზრუნველსაყოფად, განახორციელოს  შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის და ხანძარსაწინააღმდეგო  წესების დაცვის;  ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის, ენერგო მოწყობილობების და ქსელების გამოყენების და დაცულობის, მიწისვეშა ნაგებობების და კომუნიკაციების დაცვასთან, კონტროლის, დაცვის და ავტომატიკის  სისტემებთან დაკავშირებული სამუშაოების,  დროული რემონტის მუდმივი კონტროლი.
  • ელ. კარადების, ელ. სვეტების,  ნავსადგურის ტერიტორიაზე  საამქროებში, საწყობებში და სათავსოებებში ყველა ელ. კვანძის დროულად გაწმენდასთან და სადენების დაცვის იზოლაციის შემოწმებასთან დაკავშირებით სამუშაოების წარმოების კონტროლი.
  • ორგანიზება გაუწიოს დამიწების კონტურების პერიოდული აზომვების და დიელექტრიკული საშუალებების გამოცდების უზრუნველყოფას, უზრუნველყოს მიწისქვეშა ნაგებობების  და კომუნიკაციების დაცვითი სამუშაოების ჩატარება, დროულად წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანოებს ნავსდგურის ელექტრომეურნეობა.
  • მიიღოს მონაწილეობა  ნავსადგურის ელექტრომეურნეობის ექსპლუატაციისთვის საჭირო ენერგეტიკული მოწყობილობის, მასალების და სათადარიგო ნაწილების შეძენაზე განაცხადების შედგენაში.
  • განახორციელოს ნავსადგურის ენერგეტიკული ობიქტების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა.
  • გააკონტროლოს ნავსადგურის ენერგეტიკული მეურნეობის მომსახურებისთვის  მენარდე ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სამუშაო, შეამოწმოს მენარდეების და მომწოდებლების მიერ მოწოდებული მომსახურების, მოწყობილობის და მასალების ხარისხი
  • გააკონტროლოს ენერგეტიკული მოწყობილობის შეკეთების და დათვალიერების შესრულება.
  • სტრუქტურულ ქვეგანყოფილებაში უზრუნველყოს  შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო პირობების შექმნა და   საწარმოო ტრავმატიზმის მიზეზების ლიკვიდაცია.
  • განყოფილების მუშაკებს, დადგენილი პერიოდულობით ჩაუტაროს შრომის  დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქტაჟი.
  • უზრუნველყოს განყოფილების დასაქმებულების  მიერ თავის ფუნქციონალურ მოვალეობებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ დირექტორის ბრძანების გაცნობა და მისი შესრულება.
  • შეასრულოს   ხელმძღვანელის სხვა დავალებები,  თავისი  კომპეტენციის ფარგლებში.
  • პირადად დაიცვას შრომის დისციპლინა, შრომის შინაგანაწესი, უსაფრთხოების ტექნიკის, შრომის  და  გარემოს  დაცვის წესები, სახანძრო უსაფრთხოების წესები და მოითხოვოს პერსონალისგან მათი უპირობო შესრულება.
  • აუცილებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელის განკარგულებით, მზად იყოს  სამუშაოს შესრულებისთვის  არასამუშაო საათებში, საგანგებო სიტუაციების დროს და საწარმოო აუცილებლობის შემთხვევაში.

 

დამატებითი პირობები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი, ბაქოს 15
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00 სთ)

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეზიუმე ქართულ და რუსულ ენაზე (ფოტო სურათთან ერთად), ნავსადგურის საიტზე განთავსებული ფორმის შესაბამისად   http://batumiport.com/ge/generaluri_direqtoris_mimartva/cv_porma/,  ელ. მისამართზე: Kajaiam@batumiport.com.    რეზიუმეს თანდართული უნდა ქონდეს  პროფესისადმი მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები  დიპლომი, სერთიფიკატი …)

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ენერგეტიკა
ენერგეტიკის სპეციალისტი,
ენერგეტიკა (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
რუსთავი
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
რუსთავი
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა