გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1000 - 1000+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
17 ნოე - 08 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

MAXXelle Georgia აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

MAXXelle Georgia გახლავთ სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2019 წელს. პირველი ბრენდი რომლის წარმომადგენელიც იგი გახდა იყო MAXXelle, იტალიური ორგანული თმის მოვლის საშუალებების პროფესიონალური ხაზის ბრენდი. მოგვიანებით კომპანია ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელიც გახდა როგორებიც არის EVOQUE, OSTWINT, PION, REMONT.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი; 10:00-19:00)

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + გაყიდვების 2% + კატეგორიის ბონუსი (საშუალო ხელფასი 3000+ ლარი)

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
  • ბაზრის და მისი პოტენციალის ანალიზი, მოთხოვნების შესწავლა;
  • პოტენციური მომხმარებლების ბაზების ფორმირება, მათი მოზიდვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება;
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი და ანალიზი;
  • ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.)
  • შესრულებული სამუშაოს დღიური რეპორტინგი;
  • გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება გაყიდვების მიმართულებით;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
  • მართვის მოწმობა B კატეგორია;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
  • ავტომობილით უზრუნველყოფა;

 

დამატებითი უნარები:

  • მიზანდასახული;
  • კომუნიკაბელური;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • პუნქტუალური;

 

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@maxxelle.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
გაყიდვები(ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი