პრისელერი
თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი
  • სრული განაკვეთი
  • 600 - 600+ ბონუსი
  • 1 - 2 წლამდე
  • მართვის მოწმობაB
17 ნოე - 08 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

MAXXelle Georgia აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე. 

MAXXelle Georgia გახლავთ სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2019 წელს. პირველი ბრენდი რომლის წარმომადგენელიც იგი გახდა იყო MAXXelle, იტალიური ორგანული თმის მოვლის საშუალებების პროფესიონალური ხაზის ბრენდი. მოგვიანებით კომპანია ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელიც გახდა როგორებიც არის EVOQUE, OSTWINT, PION, REMONT. 

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი 

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი -  პარასკევი; 10:00-19:00) 

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებული 600 ლარი + გაყიდვების 5% + კატეგორიის ბონუსი (საშუალო ხელფასი 2000+ ლარი) 

 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა; 
  • პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთების ფორმირება სილამაზის სალონებში; 
  • კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა; 
  • სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა; 
  • კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება; 
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი და ანალიზი; 
  • ობიექტების პერსონალის მონაცემთა ბაზის შექმნა (სახელი, გვარი, საკონტაქტო, დაბადების დღე და ა.შ.) 
  • შესრულებული სამუშაოს დღიური რეპორტინგი; 

 

აუცილებელი მოთხოვნები: 

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint); 
  • მართვის მოწმობა B კატეგორია; 
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; 
  • პრისელერად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ავტომობილით უზრუნველყოფა; 

 

დამატებითი უნარები: 

  • მიზანდასახული; 
  • კომუნიკაბელური; 
  • შედეგზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • პუნქტუალური; 

 

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@maxxelle.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პრისელერი". 

 

გისურვებთ წარმატებას! 

გაყიდვები
პრისელერი