იურისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 3 - 5 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
08 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს „თელიანი ველი“  აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები 

  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, კორექსპონდენციების, შიდა აქტების მომზადება, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; 
  • ხელშეკრულებების (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) ანალიზი, ექსპერტიზა, ცვლილებების შეტანა. საბაზისო ფორმების საფუძველზე ინდივიდუალური ხელშეკრულებების შედგენა, მათში სპეციფიკური პირობების გაწერა; 
  • სადამფუძნებლო დოკუმენტაციის, მასში  ცვლილება-დამატებების, კრების ოქმების და სხვა კორპორატიული დოკუმენტაციის შედგენა, გაფორმების უზრუნველყოფა, საჭიროების მიხედვით რეგისტრირება მარეგისტრირებელ ორგანოში; 
  • ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა; 
  • კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში; „საქპატენტში“, ნოტარიუსთან; 
  • საჭიროების შემთხვევაში, სამართლებრივი დავის წამოწყება, წარმომადგენლობა სასამართლოში, საარბიტრაჟო სასამართლოში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში; 
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება; 
  • საერთაშორისო ვაჭრობის ძირითადი სამართლებრივი პრინციპების და საერთაშორისო დავების ზოგადი ნორმების შესახებ სიახლეების მოძიება და საჭიროების შემთხვევაში, ადაპტირება სამუშაო პროცესში; 
  • საქმიაანი მიმოწერების წარმოება (ქართულ, ინგლისურ, რუსულ ენებზე); 
  • საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები  

  • უმაღლესი განათლება  შესაბამისი სპეციალობით; 
  • აუცილებელია იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;  
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა; 
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ სამეწარმეო/კორპორატიული სამართლის სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • შემდეგი პრიორიტეტი მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც გააჩნიათ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი  სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარები; 
  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ორგანიზებულობა; 
  • ენერგიულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 

 

გარანტიები: 

  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე. 
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები. 
  • სამუშაო განაკვეთი: სრული  
  • შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით 
  • შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად 

  

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV  შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@telianivalley.com  ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 

გთხოვთ, მიიღოთ ცნობად, რომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ვაკნასიის განთავსების ვადის ამოწურვიდან უახლოესი ორი კვირის განმავლობაში.  სხვა შემთხვევაში ითვლება, რომ თქვენი რეზიუმე აღარ განიხილება!  

დაუშვებელია   განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება    ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 

დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. 

 

სს „თელიანი ველი“-ს  მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.  

გისურვებთ წარმატებას! 

იურიდიული
იურისტი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი
თბილისი