დღე/ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
28 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 47 ფილიალს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში დღე/ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

 

მოთხოვნები :

  •  მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მოლარის/მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე;
  •  სასურველია ძვირფასი ლითონის შემოწმების ცოდნა;
  •  სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  •  აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  •  კომუნიკაბელურობა, კლიენტების თავაზიანად მომსახურება;
  •  გუნდში მუშაობის უნარი;
  •  დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

 

ძირითადი მოვალეობები:

  •  სავალუტო ოპერაციები;
  •  ფულადი გზავნილების მიღება/გაცემა;
  •  ძვირფასი ლითონების, ქვების შეფასება და სესხის გაფორმება;
  •  სალაროში არსებული დოკუმენტაციის მოწესრიგება;

 

 

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე ,ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე : vacancy@creditservice.ge

ან http://www.creditservice.ge/career.html და სათაურის (გრაფაში “subject”) ველში მიუთითოთ ის თანამდებობა ,რომელზეც აგზავნით განაცხადს.

გაცნობებთ, რომ სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტრსერვისი + “ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაყიდვები
მოლარე
საბანკო
ბანკის ოპერატორი