სატელეფონო ცენტრის ოფიცერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • რუსული
08 ნოე - 08 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მიკროსაფინანსო კომპანია სს „მისო ევრო კრედიტი“ აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოფიცრის პოზიციაზე. 

სს „მისო ევრო კრედიტი“ (eurocredit.ge) არის ევროპული მოდელის საერთაშორისო კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ევროკრედიტი წარმოდგენილია საქართველოს 6 დიდ ქალაქში 11 ფილიალით და მომხმარებლებს სთავაზობს ავტო სესხებს.  

ევროკრედიტის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან, რომლებიც საქმის ექსპერტული ცოდნითა და დიდი გამოცდილებით გამოირჩევიან. კომპანიაში შექმნილია თავისუფალი გარემო, რაც თანამშრომლების ლოიალობასა და კეთილგანწყობას განაპირობებს. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • შემოსული ზარების მიღება / იდენტიფიცირება; 
  • მომხმარებლებთან გამავალი ზარების განხორციელება პროდუქტის შეთავაზების მიზნით; 
  • კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაციის გაწევა; 
  • საჭიროების შემთხვევაში ზარის გადამისამართება; 
  • მიღებული ინფორმაციის დაფიქსირება შესაბამის პირებთან; 
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხებზე დროული რეაგირება. 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

 

დამატებითი  უნარები: 

  • გამართული მეტყველება და წერითი კომუნიკაცია; 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი; 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • ორგანიზებულობა. 

 

 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge;  გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  

შემდეგი ეტაპისთვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს 

 

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! 

 

ადმინისტრაცია
ქოლ ცენტრის ოპერატორი