კონტენტ სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
13 ნოე - დღეს
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი:

სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.  

სს „ოპპა“ ეძებს გუნდის წევრს  კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე.

თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარ სიახლეების მიმართ  მოქნილი გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. 

პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს Paybox - ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება. 

ადგილმდებარეობა: თბილისი 

მიმართულება: ელექტრონული პროდუქტების მართვის განყოფილება 

 

რას გააკეთებ: 

  • შენ უზრუნველყოფ მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობას XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღებას, დამუშავებას, ტექნიკური დეტალების შეთანხმებას,
  • სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადებას და პროგრამაში ასახვას; 
  • ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმებას, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორებას და დადასტურებას; 
  • საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები) ჩართული სერვისების მონიტორინგს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფას; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულებას. 

 

მნიშვნელოვანია / სასურველია გქონდეს: 

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი); 
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. 

 

დამატებითი მოთხოვნები: 

პოზიცია იდეალურია დამწყები პროგრამისტებისთვის. 

  

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.  

 

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. 

სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს  პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში.

გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 0322 303 308. 

 

მარკეტინგი, რეკლამა, PR
კონტენტ მენეჯერი