გენერალური მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
09 ნოე - 07 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

“კომპლექსი შუაგული” რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საღონისძიებო და დასასვენებლ სივრცეებს, აცხადებს ვაკანსიას გენერალური მენეჯერის პოზიციაზე.

გენერალური მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება დასვენებისა და ღონისძიებების ცენტრის ეფექტურ ფუნქციონირებაზე. უხელმძღვანელებს დაგეგმილ პროექტებს და ორგანიზებას გაუწევს სერვისების განვითარებას.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  •  მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოსა და პირობებს
  •  კონკურენტულ ანაზღაურებას

 

პასუხისმგებლობები და მოვალეობები

  •  იზრუნოს კომპლექსის სერვისების განვითარებაზე
  •  უზრუნველყოს კომპლექსის გამართული ფუნქციონირებისათვის ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება, მართვა
  •  უზრუნველყოს კომპლექსის ფინანსური საქმიანობის მართვა
  •  იზრუნოს კომპლექსში არსებული მატერიალური და არამატერიალური აქტივების მოვლა-შენახვასა და საჭიროებისამებრ განახლებაზე
  •  დაქვემდებარებული პერსონალის მართვა, მოტივაცია და მათ განვითარებაზე ზრუნვა
  •  რეპორტინგის წარმოება დამფუძნებელთან

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  •  უპირატესობა მიენიჭება უმაღლეს განათლებას მენეჯმენტის, ღონისძიებების მენეჯმენტის, სტუმარმასპინძლობისა და სხვა მონათესავე დარგში
  •  სასურველია ფლობდეს რომელიმე პროგრამას ჰორეკა მიმართულებით
  •  მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სტუმრების მომსახურებაში, ღონისძიებებისა და სხვადასხვა მასპინძლობის მიმართულების ადგილის მართვაში
  •  სასურველია სხვადასხვა ზომისა და ტიპის ღონისძიებების დაგეგმვაში მუშაობის გამოცდილება

 

უნარ-ჩვევები

  •  ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური
  •  ძლიერი ორგანიზაციული უნარები
  •  სტრატეგიული აზროვნება
  •  პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
  •  დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
  •  მომხმარებელთა ეფექტური მომსახურების უნარები
  •  ძლიერი ლიდერის თვისებები
  •  მომხმარებელზე ორიენტირებული

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@shuaguli.ge  გთხოვთ subject ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანოონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გისურვებთ წარმატებას!

სასტუმრო/რესტორანი/კვება
სასტუმროს მენეჯერი,
სტუმრებთან ურთიერთობის მენეჯერი