შესყიდვებისა და კატეგორიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • მაგისტრი
  • ინგლისური,რუსული,თურქული
12 ნოე - 07 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და კატეგორიების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com  "ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის შიდა პოლიტიკის შესაბამისად პროდუქციის მიწოდებისა და გადახდის პირობებზე;
  • იურიდიულ დეპარტამენტთან კოორდინირებული მუშაობით, მომწოდებლებთან სავაჭრო ხელშეკრულებების შედგენა, კომპანიისთვის  ხელსაყრელი პირობების გათვალისწინებით;                                                                            
  • კატეგორიების მართვა (ინოვაციები, კატეგორიების სტიმულირება) და სამშენებლო/სარემონტო მასალების სრულყოფილად ცოდნა;
  • სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის კვლევაზე ზედამხედველობა;
  • კონკრეტულ განსავითარებელ კატეგორიებზე დასახული გეგმის გადაბარება და მათი სპეციფიურ შედეგზე გაყვანა;
  • ლოგისტიკის მენეჯერების და საბაჟო დეკლარანტების ყოველდღიური მონიტორინგი და მათ საქმიანობაში ყოველდღიური ჩართულობა;
  • ალტერნატიული მომწოდებლების ბაზების ფორმირება და მუდმივი განახლების ზედამხედველობა, შედეგების ანალიზი;
  • შესყიდული ასორტიმენტის რეალიზაციის მონიტორინგი და კომპანიის გაყიდვების გეგმის შესაბამისი მარჟის და ბრუნვითი მიზნის განხორციელების უზრუნველყოფა;
  • კატეგორიებისა და ფინანსურ დეპარტამენტთან შეთანხმებით, ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სრული ინფორმირება დასახული მიზნებისა და შედეგების შესახებ, მათი საქმიანობის კეთილგონივრული დაგეგმვა და კონტროლი;
  • იდეების და ინოვაციების ინიცირება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • კატეგორიების დეპარტამენტის სტრატეგიის განსახორციელებლად სამოქმედო გეგმის დასახვა და პროცესების მართვა;
  • დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის დავალებების გადანაწილება, მათი შესრულების კონტროლი და კოორდინაცია;
  • გადაწყვეტილებების მოქნილად, სწრაფად და ლოგიკურად მიღების უნარი, ფინასური ანალიზი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, პროექტების მართვის ან/და ლოგისტიკის დარგში;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS WORD; EXCEL; POWERPOINT; Microsoft Project; FINA;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული) მაღალ დონეზე ცოდნა; თურქული ენის ცოდნა ჩაითვლებას უპირატესობად.

 

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები

  • კრეატიული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორაგანიზებული;
  • ოპერატიული;

 

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (აგლაძის N 32)

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2022 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!

შესყიდვები
შესყიდვები(ზოგადი)