ბრენდების მართვის და განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 1500 - 2500+ ბონუსი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური
07 ნოე - 07 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია შვიდი აცხადებს ვაკანსიას ბრენდების მართვის და განვითარების მენეჯერის პოზიციაზე

ვაკანსია: ბრენდების მართვის და განვითარების მენეჯერი 

ანაზღაურება: 1500-2500 ლარი (net) + ბონუსები გაყიდვებიდან;

ვაკანტური ადგილი: 1

კომპანია: საკვები ინგრედიენტების დისტრიბუტორი კომპანია

სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: თბილისი

 

ძირითადი ამოცანები:

  • მიზნობრივ სეგმენტში მიბარებული ბრენდების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ამ ბრენდების მიმართ სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება
  • მიბარებული ბრენდის განვითარება შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების საშუალებით
  • მიბარებულ ბრენდზე უარყოფითი გავლენების პრევენცია და უარყოფითი ეფექტის მაქსიმალურად შემცირება

 

სარეკომენდაციო ფუნქციები:

  • ბრენდის განსავითარებლად შესაბამისი მარკეტინგული კამპანიების დანერგვა და განხორციელება
  • პროდუქციასთან მიმართებაში მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნებისა და სტანდარტების კვლევა და ანალიზი
  • თანამშრომლებთან - სხვადასხვა მიმართულებების ხელმძღვანელებთან - სწორი და მუდმივი კომუნიკაცია, მათთვის ბრენდის განვითარების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ასევე, მათგან შესაბამისი უკუკავშირის მიღება და მათი ანალიზი
  • კლიენტებთან კომუნიკაცია, მათი შეფასებების, უკუკავშირის მოსმენა; უარყოფითი უკუკავშირის მიღების შემთხვევაში, დროული რეაგირება - მათი დამუშავება და ანალიზი, გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი გადაჭრის გზების მოძიება შესაბამის გუნდთან ერთად
  • ბრენდის შესახებ საზოგადოებაში ცნობადობის ამაღლებაზე მუშაობა, ამისათვის საჭირო შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
  • ბრენდის შესახებ საზოგადოებაში (მათ შორის მიზნობრივ სეგმენტში) უარყოფითი დამოკიდებულების (არსებობის შემთხვევაში) აღმოჩენა, მათი გამომწვევი მიზეზების დადგენა და მათი დროულად და ეფექტიანად აღმოფხვრა შესაბამისი მიმართულების გუნდებთან ერთად
  • სხვადასხვა შესაბამის ღონისძიებებში (მათ შორის, მარკეტინგულ) ჩართვა და ბრენდის წარმომადგენლობა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მუშაობის 1 წლიანი ან მეტი გამოცდილება - საცალო გაყიდვების ან სადისტრიბუციო კომპანიაში კატეგორიის მენეჯერად ან ბრენდმენჯერად;
  • სავალდებულოა - ინგლისური ენა მინიმუმ საშუალო დონეზე
  • სასურველია - ბიზნეს განათლება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან CV შემდეგ მისამართზე: contact@csg.com.ge

Subject-ში დაწერეთ: ბრენდების მართვის და განვითარების მენეჯერი

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი