Bang&Olufsen-ის ბრენდის პრომოუტერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ინგლისური,რუსული
07 ნოე - 07 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ASBIS Group - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სამომხმარებლო ელექტრონიკის ერთ-ერთი წამყვანი დისტრიბუტორი ევროპისა და აზიის ბაზრებზე, აცხადებს ვაკანსიას, ქალაქ თბილისში, Bang&Olufsen-ის ბრენდის პრომოუტერის-პოზიციაზე.
 

მოვალეობები:

  • მომხმარებლებისთვის რჩევების მიწოდება Bang&olufsen-ის ბრენდის პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე. თავად პროდუქტების, მახასიათებლებისა და უპირატესობების დემონსტრირება.
  • გაყიდვების გაზრდაზე და ყოველთვიური გეგმის შესრულებაზე ზრუნვა.
  • მომხმარებელთა ინტერესის გაზრდა ბრენდის მიმართ.
  • მაღაზიაში არსებული მარაგის კონტროლი.
  • მერჩენდაიზინგი.
  • რეპორტინგი.


მოთხოვნები:

  • საკომუნიკაციო უნარები: გამართული მეტყველება, კეთილგანწყობა და პოზიტიური დამოკიდებულება.
  • წარმოჩენილი გარეგნობა.
  • გაყიდვის უნარი და სურვილი.
  • სწავლის მაღალი უნარი: დიდი რაოდენობით ინფორმაციის შესწავლის სურვილი.
  • პასუხისმგებლობა, ფოკუსირება შედეგებზე
  • IT / აუდიო / ვიდეო / საყოფაცხოვრებო ტექნიკის პროდუქციის გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • უცხო ენების (რუსული/ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად


შეთავაზებები:

  • კონკურენტუნარიანი ანზღაურება - ფიქსირებული ანაზღაურება, ასევე გეგმის შესრულების ბონუსი.
  • შვებულების და ავადმყოფობის ანაზღაურება
  • დამატებითი სამოტივაციო პროგრამები
  • პროფესიული განვითარება
  • სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, 2 დღე დასვენება.

 

თუ თვლი რომ შეესაბამები ვაკანსიის მოთხოვნებს, გადმოგვიგზავნე CV რუსულ ან ინგლისურ ენაზე ამ ელექტრონულ მისამართზე u.shamugia@asbis.com

მარკეტინგი, რეკლამა, PR
სარეკლამო აგენტი