ლოჯისტიკის მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
07 ნოე - 07 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

საგზაო სამშნებლო კომპანია „დინ გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 

 

ლოჯისტიკის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ყოველდღიურად კომპანიის ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მართვა ხელმძღვანელებთან და საქმისმწარმოებლებთან ერთად; 
  • კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკის გადანაწილება მიმდინარე პროექტებზე და ყოველდღიურად მათი სამუშაოების კონტროლი; 
  • მიმდინარე პროექტებიდან გამომდინარე საჭიროებისამებრ მოძიება დამატებითი სამუშაო ტექნიკის; 
  • ყოველთვიურად კომპანიის მძღოლ/ოპერატორების სამუშაოთა აღრიცხვა, შედარება და ბუღალტერისთვის გადაცემა ხელფასების დასათვლელად; 
  • ყოველთვიურად ან უშუალოდ კონკრეტული სამუშაოს შესრულების შემდგომ ნაქირავებ ტექნიკასთან შედარება და მიღება/ჩაბარების შედგენა, ბუღალტრისთვის გადაცემა ანგარიშსწორებისთვის; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მუშაობს ან უმუშავია ლოჯისტიკის  მიმართულებით; 
  • აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმის დამოუკიდებლად შესრულების უნარი; 
  • საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა. 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • პუნქტუალურობა; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაო დროის ეფექტიანად განაწილებისა და მართვის უნარები; 
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
     

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით  

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გადმოგზავნოთ თქვენი რეზიუმე თან დართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@dingroup.ge 

გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტის Subject- ში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება „ლოჯისტიკის მენეჯერი“ 

გისურვებთ წარმატებას! 

ლოგისტიკა/ტრანსპორტი
ლოჯისტიკის მენეჯერი