მთავარი ინჟინერი
თბილისი
სამშენებლო კომპანია
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 2 - 3 წლამდე
07 ნოე - 07 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მსხვილი სამშენებლო კომპანია, რომელსაც გააჩნია დიდი გამოცდილება  სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში აცხადებს ვაკანსიას მთავარი ინჟინრის  პოზიციაზე.  

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი თითოეული პროექტიდან 

 

ძირითადი მოვალეობები: 

  • სატენდერო/საპროექტო დოკუმენტების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება; 
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენაში მონაწილეობის მიღება,ასევე კონტროლი; 
  • ვენდორების მოძიება და დაკონტრაქტება; 
  • რამოდენიმე პროექტის ერთობილივად მართვა; 
  • პროექტების სრული ციკლის წარმართვა, ანგარიშის მომზადება და გაცნობა პროექტში ჩართული ყველა მხარისთვის; 
  • კომპანიის ობიექტებზე განსახორციელებელი და არსებული სამუშაოების ერთიანი სტანდარტის ჩამოყალიბება, მუდმივი განახლება; 
  • კონსტრუქციული ნახაზების მომზადება (ბეტონი,ლითონი,ხე); 
  • საყრდენი კედლების კონსტრუქციული ნახაზების მომზადება; 
  • სამონტაჟო დეტალების განშლების კვანძების დატანა ნახაზზე; 
  • მშენებლობის პროცესის პროექტთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • ობიექტების აზომვითი სამოუშაოების წარმოება; 
  • პროექტში არსებული ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; 
  • არსებული ტექნიკური პრობლემური საკითხების ოპტიმალურად გაუმჯობესების სპეციფიკაციის მომზადება და ხელმძღვანელობასთან შეთანხმება; 
  • პროექტების მიმდინარეობისას ცვლილებების საჭიროების საინჟინრო-ტექნიკური ანალიზი; 
  • სამშენებლო ნორმების და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; 
  • ობიექტის მიმდინარე საინჟინრო პროცესების მონიტორინგი და რეპორტინგი; 

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (შამშენებლო საინჟინროს განხრით); 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; 
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის უნარი; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Project, Auto Cad, Archi Cad ); 

 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ  რეზიუმე (CV) და დიპლომი იმეილზე:  vacancy@unison.ge, და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.  

 

სამშენებლო, უძრავი ქონება
ინჟინერი-არქიტექტორი