პროდუქტების განვითარების მენეჯერი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • ინგლისური,რუსული,იტალიური
09 ნოე - 07 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია „ელთიბი“ აცხადებს ვაკანსიას „პროდუქტების განვითარების მენეჯერი“ - ს თანამდებობაზე.

 

კომპანია „ელთიბი“ წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.“ელთიბი”-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, განსხვავებული და კომერციულად მომგებიანი პროდუქტების შერჩევა
  •  ადგილობრივი და საერთაშრისო ბაზრის კვლევა
  •  მომწოდებლებთან კომუნიკაცია, შერჩეული პროდუქტების დანერგვის უზრუნველყოფა
  •  კომპანიის მომგებიანობის ზრდა, ახალი და არსებული პროდუქტების სწორი დამუშავების მეშვეობით.

 

განათლება/გამოცდილება:

  •  უმაღლესი განათლება
  •  სასურველია გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე
  •  ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულო
  •  რუსული, იტალიური ენის ცოდნა - სასურველი
  •  1C პროგრამის ცოდნა - სასურველი.

 

კომპეტენციები:

  •  პროფესიონალიზმი
  •  დაგეგმვა და ორგანიზება
  •  ეფექტური კომუნიკაცია
  •  ინოვაცია
  •  შედეგზე ორიენტირება
  •  კომერციული ხედვა.

 

კომპანია გთავაზობთ:

  •  ჯანმრთელობის დაზღვევა
  •  დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off )
  •  ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
  •  თიმბილდინგი.

 

საკონკურსო პირობები:

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „კრეატიული პროდუქტების განვითარების მენეჯერი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას.

მარკეტინგი, რეკლამა, PR
ბრენდ მენეჯმენტი