კონსულტანტი / დროებითი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
05 ნოე - დღეს
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

შპს „ალტა“ დღეისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით,  წლების განმავლობაში გაფორმაბული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.

 

კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას  კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი დროებითი (1 ან 2 თვე)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული  ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება;
  • გაყიდვის განხორციელებამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
  • კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების გახორციელებაში მონაწილეობის მიღება.

 

პიროვნული თვისებები:

  • გამართული მეტყველების უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულბა;.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge   2022 წლის   5 დეკემბრის  ჩათვლით.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა“-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

 

გაყიდვები
გაყიდვების კონსულტანტი