თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • ბაკალავრი
  • 1 - 2 წლამდე
  • ინგლისური,რუსული
09 ნოე - 04 დეკ
სტარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას  თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტის თანამდებობაზე. 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.zoommer.ge;  

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. 

სამუშაოს ტიპი  - სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (ორშაბათი - პარასკევი) 

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • თანამშრომელთა შერჩევის სრული პროცესის ორგანიზება და ეფექტური მართვა, შესაბამისი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება; 
  • ტალანტების მოძიების შესაბამისი მეთოდების განსაზღვრა; 
  • ახალი თანამშრომლის ადაპტაციის პროცესში ჩართულობა და მონიტორინგი; 
  • შერჩევის პროცესის ანალიტიკისა და რეპორტინგის წარმოება; 
  • დეპარტამენტში მიმდინარე პროექტებში ჩართულობა; 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით; 
  • აუცილებელია რითეილში შერჩევის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;  
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის კარგად ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა. 

 
ჩვენ გთავაზობთ: 

  • ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო ანაზღაურებას; 
  • განვითარებისა და ტრენინგების შესაძლებლობას; 
  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს. 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით; 
  • სხა და სხვა კორპორატიულ აქტივობებს; 

 

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:  

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი CV გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - ,, თანამშრომელთა შერჩევის სპეციალისტი“. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს  მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

 

გისურვებთ წარმატებას! 

 

ადამიანური რესურსები
პერსონალის შერჩევის სპეციალისტი/რეკრუტერი
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი