ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი
თბილისი
  • სრული განაკვეთი
  • 800 - 800
04 ნოე - 03 დეკ
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

მარკეტების ქსელი „გვირილა“  ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

 

შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდამჭერი სპეციალისტი პოზიციაზე

 

ფუნქცია/მოვალეობა

  • ქსელური აპარატურის ინსტალაცია/გამართვა
  • Windows-ის ოპერაციული სისტემის დიაგნოსტიკა, გამართვა, დრაივერების მოძებნა და ინსტალაცია
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა
  • პერიფერიული და ქსელური მოწყობილობების დიაგნოსტირება და გამართვა
  • პროგრამული ხარვეზების/ინციდენტების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეაგირება
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის პროგრამული და ტექნიკური სამსახურის გაწევა

 

მოთხოვნები:

  • Windows-ის ოპერაციული სისტემის ცოდნა
  • კომპიუტერის შემადგენელი ნაწილების და მუშაობის პრინციპის ცოდნა
  • შიდა ქსელის მოწყობის და მუშაობის პრინციპის საფუძვლების ცოდნა
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალერებზე ორიენტირებულობა

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი:  ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
  • ანაზღაურება:  800 net

 

     ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას
  • მეგობრულ გუნდს

 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ინფორმაციული ტექნოლოგიები
ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
მსგავსი განცხადებები
თბილისი
თბილისი